თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფოს მხრიდან ტაქსის მომსახურე კომპანიების საქმიანობის მკაცრი შემოწმებისა და სამართლიანი სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის მოთხოვნით, ქალაქ თბილისის მთავრობას და კონკურენციის სააგენტოს, ერთობლივად მიმართავს და სამართალწარმოების პროცესს იწყებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, შესწავლის საგანი უნდა გახდეს პანდემიის პერიოდში ქ. თბილისში მოქმედი ტაქსის კომპანიების მხრიდან თვითნებურად მიღებული გადაწყვეტილებები სატარიფო პოლიტიკის ცვლილებასთან, რამაც ბაზარზე მომსახურების ფასის არაგონივრული მაჩვენებელი წარმოქმნა, დაარღვია კერძო და საჯარო ინტერესები, მოსპო ბუნებრივი კონკურენცია, რაც უპირობოდ იწვევს სახელმწიფოს ჩარევის ვალდებულებას და საკითხის სამართლებრივ მოწესრიგებას. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ პრობლემა მთელი სირთულით დადგა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ტაქსით მომსახურების სფეროში, თუმცა საკითხის მოწესრიგება სრულად უნდა მოიცავდეს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტაქსით მომსახურებით სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრას და ხელვნურად მომსახურების ტარიფის ზრდის შეზღუდვას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)