თბილისი. პროექტის, „ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მხარდაჭერა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად“ ხელშეწყობით, ქვემო ქართლის ახალგაზრდები სტუდენტები გახდნენ.
პროექტში მარნეულის სამი სოფლის, ხულდარას, მოლაოღლისა და სადახლოს მცხოვრები 24 აბიტურიენტი მონაწილეობდა. მათგან 23-მა ჩააბარა თსუ-ს, ილიას, ტექნიკურ, სამედიცინო, სოხუმის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 23 სტუდენტიდან 13 გოგონა და 10 ბიჭია. მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. 100%-იანი გრანტი მიიღო 9 აბიტურიენტმა, აქედან 5 გოგონა, 4 ბიჭია.
უკვე სამი წელია მსგავსი პროექტები „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება. შედეგად, მარნეულის სამი სოფლიდან 70-ზე მეტი ახალგაზრდა ახლა უკვე სტუდენტია.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)