en
ge

TDI-ის განცხადება გავრცელებულ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით

TDI-ის განცხადება გავრცელებულ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით

თბილისი. მედიაში გავრცელებულ უკანონო მოსმენების ამსახველ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი განცხადებას აქვეყნებს. 

„13 სექტემბერს მედიასა და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური უკანონო ფარული მოსმენისა და თვალთვალის ფაქტების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა. ხელისუფლების მიერ მოქალაქეების ტოტალური კონტროლი, უკანონო მოსმენა, პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული მასალების მოპოვება და დამუშავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელჰყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუვალობას და სახელწიფო ინსტიტუტების სრულ კოლაფსს ავლენს“, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „გასაჯაროებული ინფორმაციით ხელისუფლება უსმენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, რელიგიურ გაერთიანებებს - როგორც საპატრიარქოს, ასევე არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს, აგროვებს და ინახავს მათ პირად საუბრებს, მიმოწერას, სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას. მასალები შეიცავს ადამიანების პირადი ცხოვრების, მათი ოჯახის წევრების, ახლობლებისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას“. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)