თბილისი. „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იურიდიულ დახმარებას გაუწევს მათ, ვინც მედიაში ახალხან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს.
„როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ათასობით ფაილში ფიგურირებს არაერთი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და სხვა პირი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ფარული მიყურადება და მოსმენა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „GDI მზადაა დაეხმაროს ნებისმიერ პირს ინდივიდუალური განცხადების მომზადებაში და გაუწიოს კონსულტაცია“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)