თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს კონსტანტინე ჩაჩიბაიასა და ტიგრან ტარზიანის მასალას - „კულაკები და უმიწაწყლოები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში”.
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფაქტობრივად ყველა სოფელში მოსახლეობა დაასახელებს ერთ ან რამდენიმე ადამიანს, რომელსაც სოფლის მიმდებარე მიწების დიდი ნაწილი საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული. სტატიაზე მუშაობის პროცესში დავეყრდენით მიმდინარე წლის განმავლობაში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში ჩატარებულ საველე სამუშაოებს, სადაც მოსახლეობა ერთ-ერთ პრობლემად ხშირად გამოყოფდა მიწის რესურსების უთანასწორო განაწილებას. საკითხის უკეთ გასაცნობად დამატებით ინტერვიუები ჩავატარეთ ამ თემაზე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ 10 გლეხთან და ფერმერთან, რომლებსაც ყველაზე მწვავედ ეხებათ ეს პრობლემა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სულ 31 სოფელია, შესაბამისად ჩვენს მიერ მონახულებული სოფლების მდგომარეობის შესწავლა იძლევა შესაძლებლობას ვისაუბროთ პრობლემის სიმწვავეზე მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითთმართველობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ პრობლემის სისტემურობას“, - ვკითხულობთ მასალაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)