თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 13 სექტემბერს ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ და მედიისთვის გაგზავნილ დოკუმენტურ მასალას ეხმაურება, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მათ შორის, ფარული თვალთვალის შედეგად მიღებულ ინფორმაციის გადამუშავებით არის შექმნილი.
„საქართველოს პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია არის თუ არა გავრცელებული მასალები ავთენტური.
ამავე დროს, პარლამენტმა უნდა გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და ჩაერიოს გავრცელებული მასალებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლაში, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სავარაუდოდ იკვეთება სისტემური უკანონო თვალთვალის ნიშნები“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)