თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა ენრი ონიანმა გამოაქვეყნა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა გაკეთებული: „მზად ვარ მეორე ვადით მოვიდე ქვეყნის სათავეში”.
„ენრი ონიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის სათავეში მეორე ვადით მოსვლისთვის მზადაა, დეზინფორმაციაა. ღია წყაროებში გიორგი მარგველაშვილის მსგავსი შინაარსის განცხადება არ იძებნება“.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)