კახეთი. 8 მაისს,
თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,
საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარემ" შეხვედრა
გამართა, რომელიც
საზოგადოებაში დებატების კულტურის
ამაღლებას ეხებოდა.
შეხვედრას სტუდენტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
„შეხვედრების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, განსაკუთრებით ახალგაზრდები
არიან ჩართულნი, რაც ჩვენ საქმიანობას საინტერესოს ხდის", განაცხადა „ლაზარეს" წარმომადგენელმა
თეიმურაზ ზაქრაძემ.