იმერეთი. ა(ა)იპ „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ინიციატივით მიმართა.
ინიციატივა მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმის, პეტიციის წარდგენის უფლების მქონე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მინიმალური 1%-იანი ზღვრის შემცირებას (გონივრულ ფარგლებში) ითვალისწინებს. ორგანიზაციის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან, პეტიციის წარდგენის პროცესში, მოქალაქეთა უმეტესობა კანონით განსაზღვრული რაოდენობის მობილიზაციის პრობლემას აწყდება.
ინიციატივა დადებითად შეაფასეს სამტრედიის, ბაღდათის, ხონის, წყალტუბოს, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა. შედეგად, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სტანდარტული 1%-იანი ზღვარი 0,5%-მდე შემცირდა.
„ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ“ ინიციატივა წარადგინა პროექტის, „მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში “ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)