en
ge

სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების ანალიზი

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნული ფედერაციების მიერ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში მიღებული თანხების განკარგვის შესახებ. 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზაციამ მოამზადა კვლევა, რომელშიც წარმოდგენილია 70-მდე სპორტული ორგანიზაციის (ფედერაციები, რამდენიმე სპორტული კლუბი და სპორტული ასოციაცია) ხარჯების ანალიზი. მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე IDFI-მ დამატებით გამოითხოვა ათობით კონკრეტული აქტივობისა და ღონისძიების დეტალური ფინანსური ანგარიში, ხელშეკრულებები და სამინისტროსათვის წარდგენილი სხვადასხვა სამართლებრივი თუ ფინანსური აქტი. 

„აღნიშნული მოთხოვნა დაემთხვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელახალ გამოყოფას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემიდან, შესაბამისად, სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა შეიცვალა. აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, ახალმა სამინისტრომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია მოთხოვნილ საკითხებზე. დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, აღნიშნული კვლევა უმეტესწილად ემყარება სტატისტიკურ მონაცემებს, IDFI-ის მიერ წარსულში მომზადებულ მსგავს კვლევებს, სახელმწიფო აუდიტის დასკვნებსა და საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა წყაროებს“, - წერია დოკუმენტის შესავალ ნაწილში. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)