en
ge

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 34,000 ჰექტარი ტყე უკეთ დაცული იქნება

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, 34,000 ჰექტარი ტყე უკეთ დაცული იქნება

თბილისი. საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობენ. 

ახალი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 248,000 აშშ დოლარს (211,000 ევროს) შეადგენს, ალგეთის, ლაგოდეხისა და ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე გავრცელდება და 34,000 ჰექტარი ტყის დაცვასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. 

ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის მართვის გეგმებს შეიმუშავებს და ახალ ტურისტულ სერვისებს დანერგავს. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება მრავალენოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც ქართველ და საერთაშორისო ვიზიტორებს მიაწვდის ტურისტულ ინფორმაციას საქართველოს ყველა დაცული ტერიტორიის შესახებ. პროექტის განხორციელება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება. 

სრულად...  

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)