თბილისი. ასოციაცია „ანიკას“ ახალგაზრდა ლიდერის, სოფო მაზმიშვილის ინიციატივით ასოციაცია „ანიკასა“ და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის და გადაადგილების სირთულის მქონე პირებს ეხებათ ლიბერთი ბანკის სერვისის მიღებისას. ბანკის წარმომადგენლებმა გაიზიარეს არსებული გამოწვევების აქტუალურობა და მზაობა გამოთქვეს წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა ორგანიზაციასთან.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)