თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, 13 სექტემბერს, მედია საშუალებებით ცნობილი გახდა სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების შესახებ.
„ონლაინ გამოცემამ „პუბლიკა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია 2020 წლის 23 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმის თენგიზ ბასილაშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას საუბრის შესახებ. გავრცელებულ ფაილებში აღწერილია თუ როგორ სთხოვს თენგიზ ბასილაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის საპატრიარქოს სახელით დაწეროს შუამდგომლობა. აღნიშნულ თხოვნაზე დეკანოზმა თანხმობა განუცხადა.
აღნიშნული საუბრიდან მეორე დღეს, 2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ვარაუდს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ჩადენილი იყოს დანაშაული.
PHR-მა შესაბამისი რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს პროკურატურას“.
სრულად...
წყარო: phr.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)