თბილისი. 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ჩამოსულ საერთაშორისი ანალიტიკოსებს შეხვდა.
„შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების ჭრილში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების შედეგები წარმოადგინა და სტუმრებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო. მხარეებმა განიხილეს საარჩევნო კანონმდებლობა, მოქმედი რეგულაციების დაცვის ხარისხი და სხვა საკითხები“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)