თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას 9 დაზარალებული ჟურნალისტის სახელით განცხადებით მიმართა.
„მიუხედავად იმისა, რომ საია ამ დრომდეც მოუწოდებდა პროკურატურას, შეეფასებინა, ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად/აღსაკვეთად რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება, გამოძიება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანო მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენაზე მუშაობს, რაც არასაკმარისია“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)