თბილისი. ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისმა კომისიამ COVID-19-ის კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია შეიმუშავა.
„შსს-ს მონაცემების თანახმად, ოჯახურ კონფლიქტებთან/ძალადობასთან დაკავშირებით არც მიმართვიანობის და არც გამოწერილი შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს. თუმცა, ამავე პერიოდში, ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაზრდილია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)