თბილისი. მითების დეტექტორის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა „მარშალპრესმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ“ – სააკაშვილი ამერიკას აღარ აინტერესებს”.
„მასალას ერთვის ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, ფრაზა “სააკაშვილი ამერიკას აღარ აინტერესებს” ამერიკის ელჩს ეკუთვნის.
“მარშალპრესის” სათაური მანიპულაციურია და არა კელი დეგნანის განცხადებას, არამედ ავტორის მოსაზრებას ასახავს. დეგნანის შეფასებით, სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის გამოცდა იქნება“, ნათქვამია მითების დეტექტორის ბლოგპოსტში.
წყარო: mythdetector.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)