თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წელს და ინიციატივის განხორციელების დასაწყისშივე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.
ორგანიზაციის შეფასებით, „უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში შესუსტდა და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულებით გაჩერდა.
უმოქმედობის შედეგად - გამოუსწორებლად დაზარალდა საქართველოს იმიჯი, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოსი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ვალდებულებების განხორციელების მხრივ“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)