თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ხმაური, გადატვირთულობა, სერვისებსა და ინფრასტრუქტურასთან შეზღუდული წვდომა - ეს იმ გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ორხევის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან.
„საცხოვრისი განსაკუთრებით არასათანადოა შშმ პირებისა და ბავშვებისთვის. თბილისის მერიას დღემდე არ აქვს უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკა და საბინაო ფონდი, რაც ადამიანებს ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფდა“.
დამატებითი ინფორმაციისთვის, იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრის დოკუმენტი - “სად არის პრობლემები საცხოვრისის პოლიტიკაში”.
ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) კვლევა - “ცხოვრება სოციალურ საცხოვრისში - მიზეზები, საჭიროებები.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)