თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) ინფორმაციით, პოლიციელების მიერ გიგა მაქარაშვილის ხელის მოტეხვისა და მისთვის სხვა დაზიანებების მიყენების საქმეზე, პროკურატურამ და სასამართლომ გიგა მაქარაშვილს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.
„გიორგი მაქარაშვილისთვის ხელის მოტეხვისა და მისთვის დაზიანებების მიყენების ფაქტზე არსებობს უამრავი მტკიცებულება. ის ფაქტი რომ გიგა მაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით, პროკურატურის შენობაზე განთავსებული კამერებიდან და პოლიციელების სამხრე კამერებიდან ამოღებული ვიდეო მასალით. აღნიშნული მტკიცებულებები ასახავს გიორგი მაქარაშვილის მიმართ პოლიციის მხრიდან უკანონო დაკავების, შეკრების უფლების ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებ“.
წყარო: www.gdi.ge
ფოტო: civil.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)