შიდა ქართლი. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) 21 წლის თამუნა მაისურაძეზე ბლოგპოსტს აქვეყნებს.
„თამუნა თანატოლთა განათლების ტრენინგებს დაესწრო, გაიღრმავა ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებები და COVID-19 ვირუსის პრევენცია. მიღებული ცოდნა თანატოლგანმანათლებლებმა სხვადასხვა ღონისძებების, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრების გზით საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გაუზიარეს.
ამჟამად მომავალი არქიტექტორი კომპანია „ანაგის” სამშენებლო ობიექტებზე სტაჟირებას გადის, სამშენებლო ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლს სწავლობს და საკუთარი წარმატების ისტორიით წვლილი შეაქვს გენდერული სტერეოტიპების ნგრევაში“.
წყარო: edec.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)