თბილისი. 2015 წლის 2 იანვარს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან უბედური შემთხვევა მოხდა - სამგზავრო მატარებელი რკინიგზის დაუცველ გადასასვლელზე მოძრავ მიკროავტობუსს დაეჯახა. შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დანარჩენებმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ძირითადად გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები და 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სს „საქართველოს რკინიგზას“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელეების სასარგებლოდ მატერიალური (სარჩოს გადახდა, მკურნალობის ხარჯები, დაკრძალვის ხარჯები) და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა“.
დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)