მცხეთა–მთიანეთი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" ორგანიზებითა და USAID/NEO-ს ფინანსური მხარდაჭერით ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ქუთაისის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის თემაა – „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბება და მართვა" და მის მიზანს წარმოადგენს მონაწილეებისთვის ადგილობრივი მუნიცაპალიტეტების როლის, უფლებამოსილების და ადმინისტრირების წესის გაცნობა და განხილვა.
ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკანონმდებლო ბაზა, მათი ჩამოყალიბებისა და მართვის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის საკითხები. პროგრამა ითვალისწინებს ასევე ქუთაისისა და რუსთავის მუნიპილატიტებების მიერ წარმატებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ადმინისტრირების გამოცდილების გაზიარებას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში