გურია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ოზურგეთში, გოგო სკაუტების ასოციაციის „დიას“ წარმომადგენლებს შეხვდა.
„გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გურიაში, ქვემო ქართლსა და თბილისში საქართველოს გოგო სკაუტების ასოციაცია „დია“ ახალგაზრდებისთვის ძალადობის შესახებ სწავლებას ატარებს. სესიები სექსუალური შევიწროებისა და ბულინგის, ადრეული და იძულებითი ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა საკითხებს მოიცავს. სულ ინიციატივის ფარგლებში სწავლებას 400 გოგო და 200 ბიჭი გაივლის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)