გურია. ქალთა საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა, ოზურგეთში, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.
„ტრენინგების ციკლი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს In Her Shoes-ის მიხედვითაა შექმნილი. იგი ინტერაქტიულ როლურ თამაშებსა და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების ების რეალურ ისტორიებს ეფუძნება“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)