თბილისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 13 ოქტომბრის ოფიციალური წერილით სოციალური სამართლიანობის ცენტრს (ყოფილი EMC) ეცნობა, რომ ევროპულმა სასამართლომ 6 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მაია ბაქრაძის საქმის არსებითი განხილვის შესახებ და მთავრობასთან კომუნიკაცია დაიწყო.
„მაია ბაქრაძე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება - „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრი, რომელსაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო, უარი ეთქვა მოსამართლედ ხელახალ დანიშვნაზე. მაია ბაქრაძის საქმის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული სტრუქტურული პრობლემების ფონზე“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)