თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) აქვეყნებს პუბლიკაციას - „3+3: საქართველო და ახალი რეგიონალური ფორმატი“.
„საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ახალ რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში, რომლის ინიციატორი, თანაავტორი, ერთ-ერთი რიგითი წევრი, ან თუნდაც მხარდამჭერი იქნება რუსეთის ფედერაცია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში მკაფიოდ დაფიქსირებულ და, ამავე დროს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეას და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)