თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ნინო გოზალიშვილის ბლოგპოსტს: ონლაინ ინფორმაციის მანიპულირების ეფექტები: ვინ უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საჭირო მექანიზმები.
„უკანასკნელ წლებში აქამდე არნახული სისწრაფით ვრცელდება და სტრატეგიას იცვლის ინფორმაციით მანიპულირებისა და პროპაგანდის ტენდენციები ონლაინ სივრცეში. მაშინ, როდესაც აღნიშნული პრობლემა მეტად გლობალურია, მისი გავლენა დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი საზოგადოებებისთვის განსაკუთრებულად ძლიერი და მრავალწახნაგოვანია. საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება დემოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა და, ამასთანავე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე მსჯელობა არა მხოლოდ მწირია, არამედ გაჯერებულია ეთიკური და ნორმატიული დილემებით“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)