თბილისი. რონელის ფონდი აქვეყნებს სალომე აბრამიშვილის სტატიას: ოქონის ტრიპტიქონი: ვის ეკუთვნის ხატი?
„ოქონის ტრიპტიქონი ბიზანტიური ხატწერის ადრეული სკოლის გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც XI საუკუნით თარიღდება. იგი სპილოს ძვლისგანაა დამზადებული და მასზე გრავირების მეთოდით მაცხოვარი და წმინდანები არიან გამოსახული. ხატი მარგალიტითა და ოქრო-ვერცხლითაც იყო შემკული, თუმცა დღეს იგი გაძარცვულია და ძვირფასი ქვები აღარ ამშვენებს.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია აქტიურად განიხილავს უნიკალური ხატის, ოქონის ტრიპტიქონის დაბრუნების საკითხს. აღნიშნული ქმნილება 1990-იანი წლების დასაწყისში, „ქართულ-ოსური კონფლიქტის საომარი ფაზის“ მიმდინარეობის დროს გაქრა ცხინვალიდან და ამჟამად თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება“.
წყარო: kremlin-roadmap.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)