აჭარა. 10 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „არტ ვეიმ" საინიცატივო ჯგუფ „ახალგაზრდულ გზასთან" ერთად, პროექტ „განათლების სივრცის" მონაწილე ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადასცეს.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს შესაძებლობა მიეცათ ესწავლათ თუ როგორ იწერება სამეცნიერო ნაშრომი და მონაწილეობა მიეღოთ სამეცნირო კონფერენციაში. 20 გამარჯვებული მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო კონფერენციაში.