თბილისი. სამართლიანმა არჩევნებმა სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით:
„თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, ყველაზე აქტიური ანა დოლიძის გვერდი იყო.
ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტებისა.
რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი აშშ დოლარი, „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადა. მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (დაახლ. 68 ათასი აშშ დოლარი) და „ლელო“ (36 ათასამდე აშშ დოლარი) მოჰყვებიან.
ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი რეკლამა (188) ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა“.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)