თბილისი. ომბუდსმენის ინფორმაციით, საქართველოში თანასწორობის კვირეული გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
„სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველომ და თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 30 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თბილისისა და საქართველოს 5 რეგიონის სტუდენტებთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან.
ომბუდსმენის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დისკრიმინაციის ფორმები, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები და უფლების დაცვის მექანიზმები გააცნეს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების ენაზე ჩატარდა“.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)