თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა)" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" მხარდაჭერით იწყებს კონკურსს _ „ეგო-არტი". კონკურსი ცხადდება პოეზიასა და პროზაში. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ახალგაზრდას 15-დან 26 წლის ჩათვლით ყველა რეგიონიდან: თბილისი, ქართლი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აჭარა.