თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ინფორმაციით, 27 ოქტომბერს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
„საქართველოში დღეს რელიგიის თავისუფლების დაცვა და საზოგადოების ტოლერანტული განვითარების პერსპექტივა საფრთხის წინაშე დგას. როგორც მიმდინარე მოვლენებმა და სახელმწიფოს მიერ რელიგიური გაერთიანებების მასშტაბურმა სავარაუდო უკანონო მიყურადებამ გამოავლინა, რელიგიურ გაერთიანებებს, ორგანიზაციებს და იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ საქართველოში კონსტიტუციისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, მუდმივად აკონტროლებს ხელისუფლება და ცდილობს მათ დისკრედიტაციას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)