თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არსებულ ვითარებაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის/წევრების არჩევას გაუმართლებლად მიიჩნევს.
„მოსამართლეთა XXX კონფერენციის ჩატარება 2021 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება. დღის წესრიგის მიხედვით, კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი/წევრები უნდა აირჩიოს. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ მოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გამხდარა. შესაბამისად, დღემდე უცნობია, საბჭოს რომელი წევრი ტოვებს შემადგენლობას და რა საფუძვლით. ასევე უცნობია ახალი წევრის კანდიდატების თაობაზე“.
წყარო: coalition.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)