თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის ცნობით, 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. TI Georgia-ს დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ხაზს უსვამს ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობრივი შემთხვევების სიხშირეს, პირების მიერ კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის ფაქტებს, ბიულეტენების არასწორად და სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევებს...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც (საია) განსაკუთრებით მიუთითებს ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიისა და ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხარვეზებს შორის აღრიცხეს: წილისყრის პროცედურის, მარკირებისა და ხმის მიცემის წესების დარღვევა, COVID-19-ის რეგულაციების დაუცველობა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ შევსება/გამოქვეყნება.
წყარო: ორგანიზაციების ვებგვერდები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)