თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის საბჭოში ვადაზე ადრე ორი ახალი წევრის დანიშვნას კლანური მმართველობის მორიგ მანიპულაციად მიიჩნევს.
„საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ უწყებაში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლებს, ან მათ მიერ ნდობით აღჭურვილ პირებს აქვთ. გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)