თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს ნინო ჩანადირის ბლოგპოსტს: ევროკავშირი-პოლონეთის გაუარესებული ურთიერთობები და მისი მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისთვის.
„პოლონეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 7 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონი უპირატესია ევროკავშირის კანონზე, თუ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში მოდის პოლონეთის კონსტიტუციასთან.
სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად ნიშნავს ევროკავშირის ძირეული პრინციპის - მისი კანონის პრიმატის - უარყოფას. ეს მოცემულობა კი უდავოდ ქმნის კრიზისს ევროკავშირისთვის“.
წყარო: www.gfsis.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)