თბილისი. მაკ ჯორჯიას ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მრჩეველთა კომიტეტის რიგით პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მრჩეველთა კომიტეტი შშმ პირთა თემის და მათი ოჯახის წევრების წარმომადგენლობითი ერთეულია, რომელიც ორგანიზაცია მაკ ჯორჯიას მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
შეხვედრისას შეთანხმდა კომიტეტის სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა ის ძირითადი თემები და საკითხები, რომლებზეც იმუშავებენ კომიტეტის წევრები და წარმოადგენენ საკუთარ რეკომენდაციებს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)