თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმისა და უწყების გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტების შესახებ მსჯელობა.
მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა 2021 წელს საქართველოს პროკურატურაში ჩატარებული თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი, სექსუალურ შევწროებაზე რეაგირების მექანიზმის დანერგვა და მისი ეფექტიანი აღსრულება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)