თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ ჯანა ჯავახიშვილის ბლოგსპოსტს: „ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებზე ზრუნვა: წარსული, აწმყო, მომავალი“.
„ქვეყანაში ჯერ კიდევ განსავითარებელია ფსიქიატრიული და სოციალური ზრუნვის ინფრასტრუქტურა, აღმოსაფხვრელია ძალადობის პრაქტიკა სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, შესამუშავებელია ზრუნვის შესაბამისი სტანდარტები, სათანადოდ მოსამზადებელი და გადასამზადებელია მედპერსონალი, დასანერგია უწყვეტი სამედიცინო განათლების მექანიზმები, გასაშლელია სათემო სერვისების ქსელი, უზრუნველსაყოფია მათი სრულფასოვანი დაფინანსება და დასახვეწია დაფინანსების სისტემა, დასაბრუნებელია მწვავე ფსიქიატრიული განყოფილებები მრავალპროფილურ საავადმყოფოებში, დასანერგია დასაქმების პროგრამები/სისტემა ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანებისთვის და შესაბამისად შესაცვლელია საკანონმდებლო გარემო.
ამ ყველაფრის ცენტრში უნდა იყოს ადამიანი და მის საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა, უფლებების დაცვა და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობების შექმნა“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)