en
ge

PHR: პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

PHR: პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

საქმე ეხება 12 წლის ბავშვის ისტორიას, რომელმაც 2021 წლის მაისში ხილი უნებართვოდ დაკრიფა, ხილის მეპატრონეებმა კი ბავშვი დაამცირეს და მასზე იძალადეს.

„2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა და 12 წლის ბავშვის დაზარალებულად ცნობა დაავალა: ერთი პირის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის, ხოლო მეორე პირის მხრიდან ძალადობის მუხლით.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების მოთხოვნით PHR-მა უკვე სამჯერ მიმართა გორის რაიონულ პროკურატურას, ხოლო 2021 წლის 27 ოქტომბერს გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით პროკურატურას დამატებით სასამართლომაც მიმართა, გორის რაიონული პროკურატურა დღემდე არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას, რითაც არღვევს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას და ზიანს აყენებს ბავშვის ინტერესებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: phr.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)