თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს პროკურატურას, გამოიძიონ სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ მომზადებული, მტკიცებულებებით გამყარებული რეპორტაჟები, რომლებიც ამხელენ პოლიტიკური და საარჩევნო კორუფციის ყოვლისმომცველ სისტემას.
„რეპორტაჟებში მოთხრობილია საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით შრომითი ურთიერთობების დასრულების ან გაგრძელების, ასევე, საარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ კონკრეტული პირებისთვის პირობითი მსჯავრის მოხსნის, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისა და სხვა სარგებლის მიცემის სავარაუდო ფაქტების შესახებ”.
ორგანიზაცია სთხოვს ყველა მედიასაშუალებას, მიაწოდონ აღნიშნული მასალები, რომ სრულყოფილად გაანალიზდეს რეპორტაჟებში აღწერილი სავარაუდო დანაშაულებები.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)