თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეხმაურება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში გამართული აქციების მონაწილეების დაკავების ფაქტებს და მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული მასობრივი დაკავების პრაქტიკა არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. აგრეთვე, პრობლემურია დაკავებული პირების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება პოლიციის ავტომობილებში, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში დაკავებულების ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)