2021 წლის 11 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღეს, ონლაინ ფორმატში გაიმართა მულტიაქტორული შეხვედრა „სოციალური მეწარმეობის საარსებო გარემო საქართველოში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები“...
შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხთან თანამშრომლობით.
ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო სოციალური მეწარმეობის ხელსაყრელი საარსებო გარემოს ხელშეწყობისთვის, სფეროს აქტორებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბება. ამ საკითხებზე მსჯელობისთვის შეხვედრაზე საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორების 50-მდე წარმომადგენელი იყო მიწვეული.
პროექტს „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ევროპული ვენჩურული ფილანტროპიის ასოციაცია (EVPA) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)