თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2021 წლის 30 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში 53 საჩივარი/სარჩელი შეიტანა, მათგან საარჩევნო კომისიებში 43, სასამართლოებში კი - 10.
ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო საჩივრების უმეტესობა არ დაკმაყოფილდა.
„სამწუხაროა, რომ სასამართლოები საქმეებს მეტწილად არასრულყოფილად განიხილავდნენ. საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილი კი დავებს ფორმალისტურად უდგებოდა და საქმის გარემოებების შესწავლისა და ფაქტების დადგენის ინტერესი არ ჰქონდა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)