თბილისი. „საფარმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ CEDAW-ს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება ხანუმ ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს დამნაშავე პირები. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხელისუფლება ვალდებულია, მსხვერპლის შვილებს მოუხადოს ოფიციალური ბოდიში და გადაუხადოს კომპენსაცია.
„ხანუმ ჯეირანოვას ახლობლები სასტიკად გაუსწორდნენ, რასაც ქალის სიკვდილი მოჰყვა. გამოძიების ვერსიით, ჯეირანოვამ თავი მოიკლა, მაგრამ გამოძიება არ დაინტერესებულა, ადგილი ხომ არ ჰქონია თვითმკვლელობის ინსცენირებას, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ გამოყენებულ ძალადობას“.
ორგანიზაცია „საფარი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდებიან საქართველოს ხელისუფლების მიერ კომიტეტის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შესრულებას და, აღნიშნულთან დაკავშირებით, უზრუნველყოფენ საზოგადოების ინფორმირებულობას.
წყარო: sapari.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)