თბილისი. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, 15:30 სთ-ზე, უყურეთ გადაცემას „სამასწავლებლო“, რომელიც საინტერესო თემებით ტელესკოლაზე, ზოგადი განათლების რეფორმის გვერდსა და კენწეროზე გავა. გადაცემა მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის არის განკუთვნილი.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხის ტელესკოლისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია.
„რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს; რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში; როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა? ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში” განათლების ექსპერტები და მოქმედი მასწავლებლები ისაუბრებენ“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)