თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება.
„გაუგებარია, თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა როგორ გააუმჯობესებს და გახდის უფრო ეფექტურს საკრებულოს საქმიანობას, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა, პირველ რიგში, გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)