თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინფორმაციით, 18 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რელიგიურ ორგანიზაციას - არარეგისტრირებული კავშირი „იმამ ალის მეჩეთი“, უარი უთხრა მარნეულში მდებარე მეჩეთის სარგებლობაში გადაცემაზე.
„სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება კვლავ იმ უსამართლო და დისკრიმინაციულ არგუმენტაციას დააფუძნა, რომ მუსლიმ თემში მხოლოდ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოა“ (შემდგომში სამმართველო) სახელმწიფოს მიერ აღიარებული ის რელიგიური ორგანიზაცია, რომელსაც ისტორიულ რელიგიურ ნაგებობებზე უფლებების მოპოვებისა და სახელმწიფოსთან სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის ლეგიტიმაცია აქვს. იმ პირობებში, როდესაც სამმართველოს იმამ ალის მეჩეთთან არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კავშირი არ აქვს, ეს გადაწყვეტილება რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელმწიფოს თვითნებური და დისკრიმინაციული ჩარევის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)